გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბერლინი და კიევი მალე შეთანხმდებიან უსაფრთხოების გარანტიებზე, „დიდი შვიდეულის“ ჩარჩოდეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2023 წლის ნატო-ს სამიტზე მიიღეს.
ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის თქმით, აქტიურად აქვს კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრეს.
„ვვარაუდობ, რომ ამას მალე დავასრულებთ. მაქვს განცდა, რომ საბოლოო მოლაპარაკების ზღვარზე ვართ“, – აღნიშნა შოლცმა.
ოლაფ შოლცის განმარტებით, დეტალებზე ისაუბრებს მას შემდეგ, რაც დოკუმენტი მზად იქნება.