ის მხარს მშვიდობას, დახმარების შეწყვეტას უჭერს და ჩვენ ამას მივესალმებით, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვანსის არჩევას.
„ის მხარს მშვიდობას, დახმარების შეწყვეტას უჭერს და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება, შეწყდეს უკრაინის იარაღით შევსება და შემდეგ ომი დასრულდება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ნებისმიერ ამერიკელ ლიდერთან იმუშავებს, თუ არჩეული ლიდერი სამართლიანი დიალოგისთვის მზად იქნება.