უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ის რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა.
"საქართველოს არ სურს სანქციებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ. ეს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ის რუსეთის გავლენების ქვეშაა. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი საქართველოს პოზიციით. ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა. ვიცი, რომ ქართველ ხალხს ძალიან უყვარს უკრაინა. ბევრი ქართველი იბრძვის ჩვენ გამო. ვიცი ბახვა [ჩიქობავა], რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.
ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთისგან მართული, მიხეილ სააკაშვილი კი პუტინის მტერი. ახლა ომის დროს მე არ მაქვს იმედი, რომ ივანიშვილის მისცემენ უფლებას, რომ სააკაშვილი გადმოგვცენ. სააკაშვილი არის ლიდერი, რომელიც ახლა ზის ციხეში, რუსეთის ბრძანებით", – აღნიშნა გერაშენკომ.