რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში უკრაინელი მესაზღვრეები დახოცეს. ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
სერგეი დეისენკოს განცხადებით, რუსებმა უკრაინელი მესაზღვრეები ლაჩრულად, უთანასწორო ბრძოლაში მოკლეს. ის მტერს თავისი თანამშრომლების დახოცვისთვის შურისძიებას პირდება.