jan-medi
ავერსი საქკაბელი

რუსული არმიის ჯარისკაცები სანგრებიდან რომ გარბიან, ჯარისკაცების პრობლემა არ არის, პრობლემა ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მართავენ მათ და აძლევენ დავალებებს, თევზი ლპება თავიდან, – ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. 

პრიგოჟინის თქმით, თუ დავალება მიცემულია უკუღმა, ჯარისკაცი დატოვებს სანგრებს, რადგან აზრი არ აქვს უმიზეზოდ სიკვდილს.

„ჯარისკაცი შეიძლება მოკვდეს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ასე, მაგრამ ჯარისკაცი არ უნდა მოკვდეს მისი ხელმძღვანელობის აბსოლუტური სისულელის გამო, მაგრამ ეს სისულელე თანამდებობებზე მყოფი პოლკოვნიკები და გენერლები ვალდებულნი არიან შეასრულონ, რადგან ზემოდან მიღებული ბრძანებები აბსოლუტურად დანაშაულებრივია“, – განაცხადა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა.

ევგენი პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ დაპირებული შეიარაღების მხოლოდ 10 პროცენტი მიიღო, თუმცა 10 მაისს ბახმუტიდან არ გავა და კიდევ რამდენიმე დღე დაელოდება შეიარაღებას.

407