რუსეთთან ომს უკრაინაში ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია ემსხვერპლა
ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში, რუსეთთან ომს ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე მიმდინარე შეტაკებებში კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ ჭანიაა, იგივე "ჭანო".
250
|