რუსეთმა ხისგან აწყობილი "ჰაიმარსები" დაბომბა. უკრაინამ სატყუარად გამოიყენა ამერიკული სარაკეტო სისტემების ხის მულაჟები. ინფორმაციას Washington Post ამერიკულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, სატყუარების განთავსებიდან რამდენიმე კვირაში, ისინი, სულ მცირე, 10-ჯერ გახდნენ რუსული "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების სამიზნეები.
სატყუარების დაბომბვით, რუსეთმა შესაძლოა გაზარდოს მის მიერ "განადგურებული HIMARS"-ების სტატისტიკა.