
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო და რუსული არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ შეტევისკენაა მიმართული.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და არაფერს უკრაინულს დათმობს.
,,ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს, რომელსაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ. რუსული არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ შეტევისკენაა მიმართული. რამდენი ჯარისკაციც არ უნდა იყოს გაყვანილი იქ, ჩვენ თავს დავიცავთ. ჩვენ ვიბრძოლებთ. უკრაინულს არაფერს დავთმობთ", - განაცხადა ზელენსკიმ.