
რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოის განცხადებით, აუცილებელია დაიწყოს საერთაშორისო ტრიბუნალი პუტინის წინააღმდეგ. აუცილებელია ემბარგოს დაწესება პუტინის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში რუსეთ–უკრაინის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ზოგადად ისტორიულად წამგებიანი ვარიანტია, თანამედროვე სახელმწიფო იმპერიის ფორმით ვერ იარსებებს. რუსეთის ეკონომიკა კი კატასტროფულ მდგომარეობაშია.
"ეს დროის საკითხია. შეიძლება რამდენიმე თვეში ან წელიწადში, მაგრამ საბჭოთა იმპერისს ფრაგმენტი საბოლოოდ დასრულდება, რომელმაც დაშლა 1991 წლიდან დაიწყო. საბოლოო დაშლა ამ იპერიის ნაწილაკის გარდაუვალია. პუტინი დღეს ცდილობს ისტორიულ პროცესს შეებრძოლოს, რაც შეუძლებელია, რუსეთი იმპერიის ფორმით განწირულია დამარცხებისთვის და დეინტეგრაციისთვის, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს.
არა მარტო უკრაინა იხდის, იხდის სირიის მოსახლეობა, იხდის საქართველო, მოლდოვეთი, იხდიან ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ზეწოლს გრზნობენ რუსეთის მხრიდან. ისტორიული პროცესის შეჩერება შეუძლებელია. იმპერია იმ ფრომით, რა ფორმითაც რუსეთში არსებობს, ვერ იარსებებს, ეს გამორიცხულია. იმპერიების დაშლა გასული საუკუნის შუა ხანებში დაიწყო, დღეს კი უბრალოდ ამ პროცესის დასრულებას ვადევნებთ თვალს. ეს არის ერთ-ერთი გლობალური იმპერია, რომელიც გაქრება დედამიწიდან. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და კაცობრიობის ნაწლს არ გაიყოლებს პუტინი ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში." – განაცხადა მან.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ