რუსეთის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 1 351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 825 კი დაშავდა.
რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, სერგეი რუდსკოის განცხადებით, „სპეცოპერაციის“ პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია.
მისივე თქმით, დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების დახმარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.