რუსეთი წყნარ ოკეანეში სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ, ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მანევრებში 40-ზე მეტი საბრძოლო გემი, ასევე 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენები ჩაერთვებიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სამეთაურო გემი „მარშალ კრილოვი“, ასევე ფრეგატი „მარშალ შაპოშნიკოვი“, დიდი ნავსაწინააღმდეგო გემები და კორვეტები.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გემები ავიაციასთან ერთად პირობითი მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების სამძებრო ოპერაციებს ჩაატარებენ.