რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.
„მტერმა ჩერნიგოვს რაკეტები ესროლა. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - აცხადებს ვიაჩესლავ ჩაუსი.
ჩაუსის ცნობით, რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრში დარტყმა სამი რაკეტით განახორციელეს.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.