რუსი ოკუპანტების მიერ დნიპროს დაბომბვას ორსული ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამის არხებზე ავრცელებს.
მანამდე მედიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა, რომ ქალაქის რამდენიმე ადგილას ხანძარია. ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ბენზინგასამართ და ელექტროსადგურზე ჩამოვარდა.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ 1 დაღუპულის და 3 დაშავებულის შესახებაა ცნობილი.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.