ქიმიკოსების პროგნოზი - იმ შემთხვევაში თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რომელიმე ენერგობლოკი აფეთქდება, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერებმა მოდელირებული რუკა შეადგინეს, თუ რომელ ქვეყნებს ემუქრება საფრთხე.
რადიაციული დაბინძურების ძირითადი კერა ზაპოროჟიეს ოლქი და უკრაინა იქნება. მტვერი სავარაუდოდ კიევსაც მიაღწევს, თუმცა უკრაინის გარდა, ამავე რუკის მიხედვით, რადიაციული დაბინძურების არეალში ხვდება შავი ზღვის აკვატორია, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნები და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიც. კერძოდ, სპეციალისტების პროგნოზით, შესაძლებელია მავნე ნივთიერებების შეღწევა ბელარუსის აღმოსავლეთ ნაწილში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.