
"ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და შემდეგ გადავწყვეტთ" - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქი კოლეგის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას მისი და პუტინის შეხვედრის თაობაზე.
თურქეთის პრეზიდენტმა, ბატონმა ერდოღანმა მითხრა, რომ უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიური ფანჯარა რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. მე მას ვუთხარი ჩემი მოსაზრება ამის შესახებ. რუსეთის ჯარი უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დღემდე აწარმოებს თავდასხმებს ფრთოსანი რაკეტებით. ამიტომ ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ ყველაფერს, - განაცხადა ზელენსკიმ.