jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსული ძალების კიდევ 610 ჯარისკაცი, 13 ტანკი და 22 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 263 020 ჯარისკაცს, 4 436 ტანკს, 8 604 ჯავშანტექნიკას, 5 507 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 316 ვერტმფრენს, 7 976 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 4 417 უპილოტო საფრენ აპარატს, 830 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 445 ფრთოსან რაკეტას.

577