უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 13 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 198 260;
ტანკი - 3 751;
ჯავშანტექნიკა - 7 307;
საარტილერიო სისტემა - 3 095;
სარაკეტო სისტემა - 561;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 314;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 665;
საკრუიზო რაკეტები - 970;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 011;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 402.