უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტის დაბომბვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოსკოვი იპოვის გზებს, რომ შეთანხმება არ განახორციელოს.
"ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: რაც არ უნდა თქვას და დაპირება დადოს რუსეთმა, ის იპოვის გზებს, რომ ის არ განახორციელოს", - თქვა ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დღეს დილით მოხდა. პარასკევს რუსეთმა მარცვლეულისა და პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით, თურქეთისა და გაერო-ს ჩართულობით შეთანხმება გააფორმა. საგარეოს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, თავდასხმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას.