ბოლო 9 კვირის განმავლობაში გერმანიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მინიმუმამდე დაიყვანა. გერმანული გამოცემა Welt am Sonntag-ი წერს, რომ ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე.
ამის მიზეზად კანცლერმა ნატო-ს მოკავშირეებთან შეთანხმება დაასახელა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოდან გერმანიას უკრაინისთვის თითქმის არ მიუწოდებია მსუბუქი შეიარაღებაც.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 30 მარტიდან 26 მაისის პერიოდში უკრაინას გერმანიის ხელისუფლებისგან იარაღის მხოლოდ ორი პარტია მიეწოდა. ორივე მათგანი მოიცავდა მხოლოდ მცირე მოწყობილობებს. სიაში, რომელიც Welt am Sonntag-ის ხელთაა, აღნიშნულია, რომ უკრაინას მიეწოდა 3 ათასი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 1 600 სპეციალიზირებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.