
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ყოველ დღიურად მცირდება უკრაინის ტერიტორიიდან რუსული გაზის გადაქაჩვა. მოცულობა ისედაც შემცირებული იყო და კიდევ უფრო მცირდება. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისთის კითხვაზე:– გარკვეული ადამიანების ჯგუფი უკრაინას აკრიტიკებენ იმის, გამო რომ რუსეთი გაზის გაყიდვას უკრაინის ტერიტორიის მეშვეობით აგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი კოლოსალურ თანხებს იღებს და ამით ომის დაფინანსებას ახერხებს. თქვენ ამ მოსაზრებას როგორ უპასუხებდით?
პოდოლიაკმა განმარტა, რომ რუსეთის გაზის ბაზრიდან გამოყოფა აცულებლად მოხდება, მაგრამ ამას მეტი დრო დასჭირდება. რადგან ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ვინაიდან არსებობს გრძელვადიანი ხელშეკრულებები თავისი შესრულების ვალდებულებით.
"გიპასუხებთ ძალიან მოკლედ, რადგან აქ ყველაფერი მარტივადაა. ყოველ დღიურად მცირდება უკრაინის ტერიტორიიდან რუსული გაზის გადაქაჩვა. მოცულობა ისედაც შემცირებული იყო და კიდევ უფრო მცირდება. პრობლემა სხვა რამეშია და ეს უნდა გვესმოდეს, არსებობს მოკლევადიანი ნავთობის ხელშეკრულებები, რისი მეშვეობითაც რუსეთი იღებს მილიონობით დოლარებს, ასვე არსებობს 5-10 წლიანი, გრძელვადიანი ხელშეკრულებები, თუმცა პრობლემა ამ ხელშეკრულებებში არაა, მოცულობით ის ისედაც მცირდება და კომპენსირებული იქნება გაზის ალტერნატიული წყაროებით, როგორიც არის თხევადი გაზი, გაზის სხვა რეგიონებიდან, სხვა მიმწოდებელი ქვეყნების საშუალებით. უკრაინამ მნიშვნელოვნად შეამცირა და კიდევ უფრო შეამცირებს სატრანზიტო გაზის მოცულობას. რუსეთის გაზის ბაზრიდან გამოყოფა აცულებლად მოხდება, მაგრამ ამას მეტი დრო დასჭირდება. რადგან ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ვინაიდან არსებობს გრძელვადიანი ხელშეკრულებები თავისი შესრულების ვალდებულებით. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავდაპირველად მოკლე, სიტუაციური კონტაქტები არ გაფორმდეს, როცა დღეს ხელი ეწერება კონტრაქტს და მიწოდება ხდება ერთი კვირის განმავლობაში, ეს რეალური ფულია რუსეთისთვის. ომის დროს რუსეთმა ამ ტიპის კონტრაქტებიდან 100 მილიარდ ევრომდე მიიღო, არა გაზის, არამედ ნავთობის მოკლევადიანი კონტრაქტებიდან. ამ მოცულობის თანხა მიიღეს სამთვიანო ომის განმავლობაში. ეს ის თანხაა, რომელიც იხარჯება სამხედრო ოპერაციებზე, ხალხის მკვლელობაში. უხეშად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ომი იყოს ნაკლებად ინტენსიური, დესტრუქციული და ნაკლებად მომაკვდინებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის, საკმარისია ევროპამ უარი თქვას ნავთობის მოკლე ვადიან კონტრაქტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება გაზის გრძელვადიან კონტრაქტებს, მათ ევროპაც დატოვებს, უკრაინაც, პოლონეთიც და გერმანიაც, რომელმაც განცხადების დონეზე უკვე გააჟრერა რომ უარს იტყვის რუსეთისგან ენერგიის მიწოდებაზე. ევროპა უარს იტყვის გაზის კონტრაქტებზე, მაგრამ ეს პროცესი შედარებით ნელი ტემპებით წავა.
დღეს გრძელვადიანი გაზის კონტრაქტებიდან მიღებული თანხები რუსეთში არ მიდის, რადგან ის აწვდის იმ გაზს, რისი საფასურიც ევროპამ წინასწარი, 2-3 წლის წინ, წინმსწრებად გადაუხადა. რაც შეეხება ნავთობს, ეს არის სიტუაციური გაყიდვა, როდესაც დღეს ყიდი და დღესვე ღებულობ თანხას. აი ეს მიმართულებაა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ნავთობის ხელშეკრულებები, სრულად უნდა იქნას გაჩერებული, რის შემდეგ რუსეთს არ ექნება იმ მოცულობის ფული, რაც დღეს აქვს." – აღნიშნა პოდოლიაკმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ.