ლუდმილა დენისოვა უკრაინის ომბუდსმენის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ლუდმილა დენისოვას ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც უკრაინული მედია წერს, დენისოვას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისას, პატიმრების დაცვისა და გაცვლის დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების და ბავშვების დეპორტაციის პერიოდში და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ღონისძიებების კუთხით უფლებამოსილების სისტემატური შეუსრულებლობა გახდა. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობრივად ჩადენილი სექსუალური დანაშაულებისა და „ბავშვთა გაუპატიურების მრავალ დეტალზე ომბუდსმენის მედიის კონცენტრაცია, რომლებიც არ იყო მტკიცებულებით დადასტურებული და ზიანი მოჰქონდა მხოლოდ უკრაინისთვის“.
გარდა ამისა, მედია წერს, რომ 24 თებერვლის შემდეგ ლუდმილა დენისოვა ხანგრძლივად იმყოფებოდა საზღვარგარეთ არასამუშაო მისიებში.