უკრაინის წინააღმდეგ ომზე რუსეთმა 167 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, აქედან მხოლოდ 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერაა განადგურებული,- ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსის“ უკრაინული გამოცემა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოება დღეში დაახლოებით 300 მილიონი დოლარი უჯდება.
„ფორბსის“ ცნობით, ომის 18 თვის განმავლობაში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ხარჯები და დაკარგული ტექნიკის ღირებულება დაახლოებით 167,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს თანხა არ მოიცავს ისეთ თავდაცვის ხარჯებს, რომლებიც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს არ უკავშირდება, ასევე აგრესორი-ქვეყნის ეკონომიკურ დანაკარგებს.
„ფორბსის“ მიხედვით, ხარჯები ასე ნაწილდება – სამხედრო მოქმედებების უზრუნველყოფა – 51,3 მილიარდი დოლარი, სამხედროების ხელფასები – 35,1 მილიარდი დოლარი, დაღუპულთა ოჯახების კომპენსაცია – 25,6 მილიარდი დოლარი, დაშავებულებისთვის კომპენსაცია – 21 მილიარდი დოლარი, განადგურებული ტექნიკის ღირებულება – 34 მილიარდი დოლარი.