უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
"უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს:
25 000 კომპლექტ ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტს;
2 000 ჯაველინს, 1 000 მსუბუქ ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღსა და 6 000 „AT-4" ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემას;
800 სტინგერის საზენიტო-სარაკეტო სისტემას;
100 ტაქტიკურ უპილოტო საჰაერო სისტემას;
100 ყუმბარმტყორცნს, 5 000 შაშხანას, 1 000 პისტოლეტს, 400 ტყვიამფრქვევსა და 400 საფანტის იარაღს;
20 მილიონზე მეტ მსუბუქი შეიარაღების საბრძოლო მასალას, ყუმბარმტყორცნსა და ნაღმტყორცნის ჭურვს;"– წერია განცხადებაში.