ზაპოროჟიეში მოპარული ტრაქტორი კადიროვის ფერმაში აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ოპერატიულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სხვისი ძარცვა - აი ეს არის კადიროვის ომში მონაწილეობის რეალური მიზანი. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ჯონ დირის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოიპარეს" - წერს უწყება.
მედიის ინფორმაციით, ჯამში, უკრაინაში კადიროველებმა მოიპარეს სამი ახალი კომბაინი, ტრაქტორი და 20 ტონა ბრენდირებული საწვავი.
აღნიშნულ ტექნიკაზე დაყენებული სისტემების წყალობით სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ აპარატურა ამჟამად ჩეჩნეთშია.