დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას, რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად უფრო მეტ ლეტალურ იარაღს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საბრძოლო მასალასა და ანტისაზენიტო იარაღს.
"დღევანდელი დღის შედეგად, უკრაინაში დახმარების სახით, უფრო მეტი ლეტალური იარაღი გაიგზავნება. ახალი იდეით რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა, არის მეტი ფულის გადაცემის დაპირებაც" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.