რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საოკუპაციო ჯარი 23 თებერვლისთვის დაკავებულ პოზიციებს დაუბრუნდება, - ამის შესახებ „რბკ უკრაინასთან“ ინტერვიუში მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დავით არახამიამ განაცხადა.
„როდესაც დადგება შეთანხმების გაფორმების მომენტი, რუსულმა ჯარმა უნდა დატოვოს ის ტერიტორია, რომელიც 23 თებერვლის შემდეგ დაიკავა. მხოლოდ ამის შემდეგ დავსხდებით შეთანხმების ხელმოსაწერად. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ შეთანხმების ხელმოწერა უზრუნველვყოთ“, - აცხადებს არახამია.
მისივე თქმით, ყველაზე რთული საკითხი მოლაპარაკებებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მსჯელობა ჯერაც არ გამართულა.
„ეს საკითხი თავიდანვე გვერდზე გადავდეთ, ვიდრე ერთმანეთს ლიდერები შეხვდებიან, მანამდე კი ჩვენ დანარჩენ საკითხებზე ვიმუშავებთ“, - განმარტავს არახამია.