რუსლან სტეფანჩუკი გერმანიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ, რადას სპიკერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
მისივე თქმით, უკრაინას, პირველ რიგში, გერმანიისგან მძიმე შეიარაღება და თანამედროვე ტექნიკა სჭირდება.
„ყინული დაიძრა. უკრაინამ მოიპოვა შანსი გერმანიისგან მიიღოს უახლესი და თანამედროვე იარაღი. რა თქმა უნდა, უკრაინა გერმანიისგან მეტ შეიარაღებას ისურვებდა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მძიმე შეიარაღება, თანამედროვე ტექნიკა. რუსეთის წინააღმდეგ ძველი ტექნიკით ბრძოლა – ხანგრძლივი დრო სჭირდება და არაეფექტიანია. ჩვენ საკუთარი ტერიტორიის დაცვა, რაც შეიძლება მალე გვინდა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების გარდა, მისი სწრაფი განხორციელება“, – აღნიშნავს სტეფანჩუკი.
"როიტერის" ინფორმაციით, რადას სპიკერი ბერლინში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცს შეხვდა, რის შემდეგაც ის ბუნდესტაგში მივიდა, სადაც მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.