რუსული ძალები უკრაინაში წინ წაწევას ვერ ახერხებენ, მიუხედავად ქალაქებზე განხორციელებული მძიმე თავდასხმებისა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ლიდერმა უნდა მოისმინოს სიმართლე, შეაჩეროს ომი და სცადოს დიპლომატიური გამოსავლის პოვნა.
„პუტინის თავდასხმა შეჩერებულია, მიუხედავად იმ ნგრევისა, რომელიც მას ყოველდღიურად მოაქვს. რუსეთის ლიდერმა სიმართლე უნდა მოისმინოს, ომი შეწყვიტოს და დიპლომატიური გამოსავალი მოძებნოს. ომი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მომავალსაც ანგრევს.
ჩვენ მუდმივად ვამკაცრებთ სანქციებს, მაგრამ მიღებულმა ზომებმა არ უნდა ავნოს ევროპულ სახელმწიფოებს იმაზე მეტად, ვიდრე ავნებს რუსეთის მმართველებს“, - განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ჰქონდეს გერმანიის იმედი. კანცლერის თქმით, ისინი უკრაინელ ლტოლვილებს მიესალმებიან.