კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში კანადის საელჩოს გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა, ამის სესახებ მან კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა მომავალ წელს, ყველა უკრაინულ იმპორტზე, რომელიც კანადაში შედის, სავაჭრო ტარიფებს მოუხსნის.
,,ცხადია, ვლადიმერ პუტინი საზარელი ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელია, პასუხისმგებლობა უნდა იყოს დაკისრებული”, - განაცხადა ტრუდომ.
ასევე, ტრუდომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, მათ შორისაა მცირე იარაღი, საბრძოლო მასალა, დაფინანსება განაღმვის ოპერაციებისთვის და სხვა.